2026 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი სავარაუდოდ აფრიკაში გაიმართება. ამის შესახებ ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩემპიონატის მსურველ ქვეყნებს განაცხადის გაკეთების საშუალება უკვე ეძლევათ. 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადები უკვე შეტანილი აქვს კანადას, მექსიკასა და კოლუმბიას. აშშ-ს, ყაზახეთისა და მაროკოს განაცხადები კი განხილვის პროცესშია.