რუსული წყალქვეშა გემი და ბრიტანული თევზსაჭერი ტრაილერი ირლანდიის ზღვაში ერთმანეთს შეეჯახნენ. ბრიტანული გემის ეკიპაჟის მტკიცებით, ტრაილერი ზღვაში სავარაუდოდ რუსულ საბმარინს წამოედო, რომელიც წინასწარი ვერსიით, ნატოს საზღვაო წვრთნებს აკვირდებოდა. ბრიტანეთის თავდაცვის უწყებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.