თურქეთის პოლიციამ ტერორისტული ორგანიზაცია "რევოლუციური სახალხო-გამათავისუფლებელინ პარტიის" წევრები დააკავა. მათი ბინებიდან სამართალდამცავებმა საიდუმლო დოკუმენტაცია ამოიღეს, რომლითაც დასტურდება, რომ ტერორისტები რამდენიმე პარლამენტარზე, სამხედრო მაღალჩინოსნებზე, პოლიციელებზე, ბიზნესმენებსა და ამერიკის მოქალაქეებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ანტიტერორისტული ღონისძიებები ანკარამ მას შემდეგ გაააქტიურა, რაც ტერორისტებმა სასამართლო დარბაზში მძევლად პროკურორი აიყვანეს, მომდევნო დღეს კი ტერორისტი ქალი თავს სტამბოლის უშიშროების სამმართველოს დაესხა.