ერაყში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. სამთავრობო ძალები "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების შევიწროვებას ქალაქ რამადიში ცდილობენ. ჯიჰადისტებმა გუშინ ქალაქის 3 გარეუბნის დაკავება შეძლეს. მათ პოზიციებზე კოალიციური ძალები ინტენსიურ იერიშებს ახორციელებენ. ისლამისტებმა პოზიციები გაიმყარეს მოსულშიც, სადაც ქრისტიანების საფლავები გაანადგურეს.