"ლეიბორისტული პარტია" სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის პრეზიდენტის ფონდიდან 35 მილიონის გამოყოფას ითხოვენ.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.
"სოფლის მეურნეობის სასწრაფოდ გადარჩენისთვის და ხსნისთვის ბიუჯეტიდან ან პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოს 30-35 მილიონ ლარამდე, რათა 500 ათას ოჯახს გამოეყოს 50 ლიტრი დიზელის საწვავი და გადაეცეთ მათ იაპონიის გრანტით შემოსული ტრაქტორები, რომელიც გადამალული ჰყავს ხელისუფლებას", - აღნიშნა შატბერაშვილმა.