კრემლის ლიდერი ირწმუნება, რომ რუსეთს მტრები არ ჰყავს. მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ვეტერანის შეკითხვაზე, ჰყავს თუ არა რუსეთს მოკავშირეები და ვის მიიჩნევს მტრად, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მტრულად არავის მიმართ არ არის განწყობილი. "ჩვენი მტერი არის საერთაშორისო ტერორიზმი, კრიმინალი...სხვა მტერი, ვფიქრობ არ გვყავს. ჩვენ მტრად არავის აღვიქვამთ,"-აღნიშნა პუტინმა.