ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი რონალდინიო კარიერას ასრულებს. 35 წლის ფეხბურთელი დიდ ფეხბურთს სავარაუდოდ მაისში დაემშვიდობება. მექსიკურ კლუბ „კარეტაროსთან“ მას კონტრაქტი 2016 წლის ბოლომდე აქვს დადებული, თუმცა რონალდუ ფეხბურთიდან შესაძლოა კონტრაქტის ამოწურვამდე წავიდეს და ბრაზილიაში დაბრუნდეს.