ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ ზაურ დადაევს ყოფილი თანამებრძოლის, რუსლან გერემეევის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ამის შესახებ განსასჯელის ადვოკატი სამსუდინ ცაკაევი იტყობინება. მისივე მტკიცებით, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით დადაევი სასტიკად აწამეს. „მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს, დენით აწამებდნენ და ყურის ხრტილები დაუმტვრიეს. დაზიანებები მას ხელებსა და ფეხებზეც აღენიშნება,“-აცხადებს ადვოკატი.