ბოლო ერთი წლის განმავლობაში იაპონურ ავიაგამანადგურებლებს იძულებითი აფრენა 944-ჯერ მოუხდათ. ამის მიზეზი რუსული ავიაციის მიერ იაპონიის საჰაერო სივრცის ხშირი დარღვევები გახდა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არანაკლებ ხშირად ქვეყნის საჰაერო სივრცეს ჩინური თვითმფრინავებიც არღვევენ.