ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ალიანსის" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.
"შალვა შავგულიძეს მთელი ქვეყანა იცნობს, როგორც ადამიანის ღირსებებისა და უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანად და დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში, რადგან შალვას მოქალაქეების დიდი ნდობა უკვე აქვს მოპოვებული. ის არ შეუშინდება ზეწოლას. ამ ხელისუფლების სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ ბრძოლაში, მასთან ერთად, არც ჩვენ შევუშინდებით ზეწოლას, რომელსაც ხელისუფლება ყოველდღიურად ახორციელებს ოპოზიციურ ძალებზე", - განაცხადა ალასანიამ მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას.
ამასთან, სოზარ სუბარის შეფასებით შავგულიძეს ბედად დაჰყვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იბრძვის მათ წინააღმდეგ.
"ჩვენ თავიდან შესაძლებელია, გვჯეროდა ცვლილებების, გვჯეროდა სიახლეების, რომელიც ამ ხელისუფლების სათავეში მოსვლას უკავშირდებოდა. თუმცა, შალვა შავგულიძე იყო ადამიანი, რომელიც პირველივე დღეებში ამ ხელისუფლების სათავეში მოსვლისას შეეჯახა უსამართლობებსა და უკანონობას, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოგვიანებით დავინახეთ", - აღნიშნა სუბარმა.