დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების დაუყოვნებლივ გაზრდას ითხოვს, რითვისაც მთავრობას დამატებით 5 მილიონი ლარის გამოყოფას სთხოვს.
"თუ დროულად არ შემოვკრავთ განგაშის ზარს, ძალიან მალე სავალალო დღეში აღმოვჩნდებით", _ განაცხადა ბაღათურიამ სესიაზე.
მისივე განცხადებით, რეფერალური პროგრამების დაფინანსებისათვის თანხა არასაკმარისია და ადამიანებს უწევთ მთავრობასთან მათხოვრობა, რომ ფიზიკურად გადარჩნენ.
იგი თანადგომისათვის ჯანდაცვის მინისტრს მის მოადგილეებს და მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსს მადლობას უხდის, თუმცა აღნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის გადარჩენისათვის მათთან მათხოვრობა არ უნდა იყოს საჭირო და მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაუყონებლივ იქნას გაზრდილი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.