მილოშ ზემანი ჩეხეთში ამერიკის ელჩს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამერიკაში ჩეხეთის ელჩს პრეზიდენტი ობამა შეხვდება. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება. ჩეხეთის ლიდერი ამერიკის ელჩს მას შემდეგ გაუნაწყენდა, რაც ენდრიუ საპირომ ის 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტისთვის გააკრიტიკა. ზემანმა საპირო დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევაში დაადანაშაულა.