უკრაინის უმაღლესი რადის მიერ კომუნიზმის დეფაქტოდ გამოცხადებას ოფიციალური მოსკოვი ეხმაურება. საგანგებო განცხადება პუტინის პრეს-მდივანმა გააკეთა. დიმიტრი პესკოვის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებებით უკრაინის ხელისუფლება მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას შეურაცხყოფს და ისტორიას აყალბებს. უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ სპეციალური კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც კომუნიზმი ნაციზმს გაუთანაბრდა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომი ჰიტლერმა და სტალინმა ევროპის გაყოფის მიზნით წამოიწყეს.