საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერებს შორის დაპირისპირება ღრმავდება. მარინ ლე პენმა მამამისი ჟან მარი ლეპენი კიდევ ერთხელ, ამჯერად რადიოინტერვიუში გააკრიტიკა. ამის მიზეზი 86 წლის პოლიტიკოსის სკანდალური განცხადებები გახდა. ეროვნული ფრონტის საპატიო თავმჯდომარებ ნაცისტთა მიერ გაზის კამერების გამოყენებას უმნიშვნელო ისტორიული დეტალი უწოდა. კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება ჟან მარი ლეპენმა პრემიერ მანუელ ვალსზე გააკეთა, რომელსაც ესპანური წარმომავლობის გამო ემიგრანტი უწოდა. მარინ ლეპენის თქმით, მამამისი სკანდალური განცხადებებით პარტიის იმიჯს ლახავს.