შვედეთი ერაყში 35 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. "ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა წარმატების საწინდარია. ამჯერად ერაყში ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად 35 სამხედრო მოსამსახურეს ვაგზავნით, საჭიროების შემთხვევაში კი მათი რაოდენობა 120-მდე გაიზრდება,"-აღნიშნა პეტერ ხულტკვისტმა.