ზაფხულისთვის არსენი იაცენიუკი უკრაინის პრემიერ-მინისტრი აღარ იქნება. შესაბამის პროგნოზს "ფორბსის" უკრაინული გამოცემა აქვეყნებს. სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ იაცენიუკს პოსტის დატოვება კორუფციული სკანდალის გამო მოუწევს. ხმაურიანი სკანდალი კონცერნ "ანტონოვში" ჩატარებულ რევიზიასა და ნიკოლაი გორდიენკოს უკავშირდება, რომელიც სახელმწიფო ფინანსური ინსპექციის უფროსის პოსტიდან გადააყენეს. იაცენიუკის სავარაუდო შემცვლელებად ტურჩინოვისა და გროისმანის კანდიდატურები სახელდება.