შეიარაღებული ინციდენტი მილანის იუსტიციის სასახლეში. ცეცხლი სასამართლო დარბაზში მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა კლაუდიო ჯარდიელომ გახსნა. სასამართლო ინციდენტისას ფიქტიური გაკოტრების საქმეს განიხილავდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია 2 ადამიანი , ერთი კი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. მას სასამართლოს შენობაში ეძებენ.