საბერძნეთი ესტონეთის პრეზიდენტს გაუნაწყენდა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ ესტონეთის ელჩს მარგუს რავას საპროტესტო ნოტა გადასცა, რომელშიც ესტონეთის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის მიმართ უკმაყოფილება არის გამოთქმული. ამის შესახებ გამოცემა ,,Postimees”- ი იტყობინება. ბერძნული მხარის განაწყენება პრეზიდენტ ილვესის გამონათქვამმა გამოიწვია, რომელიც მან გაზეთ ,, ,,The Times ” -თან ინტერვიუში განაცხადა. ,,საბერძნეთი, იტალია, უნგრეთი და კვიპროსი, რომელთაც რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების შემსუბუქება სურთ, პუტინის სასარგებლო იდიოტები არიან. ისინი ევროკავშირის ერთიანობას უქმნიან საფრთხეს.” - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა ,,,The Times ” - თან ინტერვიუში. საბერძნეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი გამონათქვამები ევროპის პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება და არც ესტონეთისა და საბერძნეთის პარტნიორულ ურთიერთობებს შეეფერება. ცნობილია, რომ საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მსგავსმა ნაბიჯებმა შესაძლოა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი ,,ცივი ომი” გამოიწვიოს. საბერძნეთის ახლადარჩეული პრემიერის, ალექსის ციპრასის აზრით, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები არის ,,გზა - არსაით.”