რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის აღსადგენად მზადაა, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამისთვის თავად ევროკავშირი იქნება მზად. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ურთიერთობის გაყინვა ჩვენი ინიცირებული არ ყოფილა და ჩვენ ევროკავშირთან თანამშრომლობის განახლებისთვის მზად ვართ, მაგრამ ამისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც მზად უნდა იყვნენ,"-აღნიშნა ლავროვმა.