რადიკალური უკრაინული ორგანიზაციის, "მემარჯვენე სექტორის" აქტივისტებმა უმაღლესი რადის შენობის ბლოკირება მოახდინეს. ისინი ახალი კანონის შემოღებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში კომუნისტური პარტიის მოღვაწეობა აიკრძალება. "მემარჯვენე სექტორი" უკრაინის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში ახლახანს შევიდა, ორგანიზაციის ლიდერი დიმიტრი იაროში კი თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა.