საერთაშორისო ექვსეულთან მიღწეულ შეთანხმებას ირანი ხელს მანამდე არ მოაწერს, სანამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება. ამის შესახებ ირანის ლიდერმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა.
"ჩვენ მანამდე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, სანამ სანქციებს არ მოგვიხსნიან, რადგანაც გვსურს, ეს შეთანხმება ორივე მხარისთვის მომგებიანი იყოს,"-აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მხარეებმა შვეიცარიულ ლოზანაში 2 აპრილს მიაღწიეს.