იემენში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ხუსიტმა ამბოხებულებმა იერიში ადენის სამხრეთ რაიონებზე მიიტანეს. თავდასხმას 22 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, 70-მდე კი მძიმედ დაიჭრა. ხუსიტებმა სახელმწიფო გადატრიალება იემენში ერთი თვის წინ მოაწყვეს, რის შემდეგაც არაბული ქვეყნების კოალიციამ მათ წინაარმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია მოაწყო.