მოსკოვის მერიამ 19 აპრილის აქციაზე სანქცია არ გასცა. ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ალექსეი მაიოროვმა განაცხადა. განაცხადი „თავისუფლების მარშის“ ჩატარებაზე ოპოზიციამ მერიაში განაცხადი 2 დღის წინ შეიტანა, თუმცა სობიანინის უწყებამ აქციის ორგანიზატორებს სხვა მარშრუტი შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ოპოზიცია მერიის მიერ შეTავაზებულ მარშრუტს.