სირიაში მასშტაბური ტერორისტული აქტები განხორციელდა. რადიკალთა სამიზნე ამჯერად ქალაქი ალეპო გახდა. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ხივარ-კალისის დასახლებაში დანაღმული ავტომანქანები ააფეთქეს. ტერაქტებს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი მძიმედ დაშავდა.