უკრაინის უშიშროებისა და სახელმწიფო ფისკალური სამსახურების თანამშრომლებმა უკრაინის ტერიტორიის გავლით ნარკოტიკების სატრანზიტო გადატანის ფაქტი აღკვეთეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 146 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უშიშროების სამსახურის თავმჯდომარემ მარკიან ლუბკივსკიმ სოცილაურ ქსელ ,,ფესიბუკზე” გამოაქვეყნა.
,,ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტში სამრეწველო მარილით დატვირთული ხომალდი შემოვიდა. ტვირთის დოკუმენტაციის თანახმად, თოთოეულ კონტეინერში 66815 კგ საერთო წონის 896 ტომარა მარილი უნდა ყოფილიყო.
საბაჟო შემოწმების დროს, მარილით სავსე ტომრებს შორის რუხი ფერის ფხვნილით სავსე შეკვრები აღმოაჩინეს, რომლის წონამაც 146, 8 კილოგრამი შეადგინა.
ექსპერტების დასკვნით, ამოღებული ფხვნილი ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი აღმოჩნდა.
წინასწარი მონაცემებით, ტრანზიტული ტვირთის მარშრუტი ასეთი იყო: ირანი-საქართველო-უკრაინა-ნიდერლანდები.” - წერს ლუბკივსკი.