დღეს, 20 მარტს, 18:30 სთ-ზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ დრამის ფაკულტეტის ფოლკლორისა და ტრადიციული ქართული ხელოვნების დეპარტამენტის სტუდენტთა კონცერტზე.
რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სტუმრების წინაშე წარსდგება უნივერსიტეტის ანსამბლი „როკვა" უჩა დვალიშვილის ხელმძრვანელობით და ასევე, სტუდენტები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს გოგიტა ბუგიანაშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძიება ტარდება თბილისის საერთაშორისო რეგიონალური ფესტივალი 2010-ის ფარგლებში, რომელიც ამა წლის 20 - 23 აპრილამდე გასტანს და მიოცავს ვირტუალურ ექსპოს და საერთაშორისო კონფერენციას "ხარისხი და პროფესია", "ცხოვრება ტურიზმის გზით - ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი".