ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი საბერძნეთის პრემიერს მოუწოდებს, ევროკავშირის ერთიანობა საფრთხის ქვეშ არ დააყენოს. ალექსის ციპრასი მოსკოვში ვიზიტს დღეისთვის გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერმა რუსეთის ხელისუფლებას შესაძლოა სოლიდური კრედიტის გამოყოფა სთხოვოს. ციპრასი მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინთან გამართავს.