ჩეხეთის ლიდერის ვიზიტი მოსკოვში შესაძლოა არ დააფინანსონ
ჩეხეთის პრეზიდენტს შესაძლოა მოსკოვში ჩასვლა საკუთარი ხარჯებით მოუხდეს. ზემანის ვიზიტის დაფინანსებასთან დაკავშირებით ქცეყნის მთავრობა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს. ვიცე-პრემიერ პაველ ბელობრადეკის განმარტებით, მას ზემანის ვიზიტის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა შექმნილი საერთაშორისო ვითარების ფონზე მოსკოვში პრეზიდენტის ჩასვლას უადგილოდ მიიჩნევს. ცნობილია, რომ მილოშ ზემანი მოსკოვში 9 მაისს ჩავა და ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება.