დამასკოსთან მდებარე ლტოლვილთა ბანაკი საფრთხის ქვეშაა. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბანაკიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სირიის სამთავრობო ძალებსა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება. ჯიჰადისტებმა სახელისუფლო ძალები უკიდეურესად შეავიწროვეს და არ არის გამორიცხული, ლტოლვილთა ბანაკი აიღონ. ამ დროისათვის ბანაკში 13 ათასამდე დევნილი იმყოფება.