არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკის გემშემკეთებელ ქარხანა ,,ზვიოზდოჩკა” - ს დოკში (გემების სადგომი) რემონტზე მყოფ რუსულ ატომურ წყალქვეშა ნავ ,,ორიოლს” ცეცხლი გაუჩნდა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხომალდის ბორტი საბრძოლო მასალისგან დაცლილი იყო, ხოლო ბირთვული რეაქტორი ჯერ კიდევ რემონტის დაწყებამდე გააუვნებელყვეს.
წყალქვესა ნავზე პირადი შემადგენლობა არ იმყოფებოდა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, აღნიშნულ ქარხანაში რემონტზე მყოფ გემებზე ცეცხლის გაჩენის ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა.