საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს მხარს კვლავ ძლიერად უჭერს.
"აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან მე ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მივიღე, არა მხოლოდ ბირთვული სამიტის დროს, ასევე ბოლო დროს განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებაც მოვისმინეთ აშშ-საგნ. ამ ქვეყანასთან ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულ პარტნიორობის ქარტიას, რომლის სისრულეში მოყვანა ობამას პრეზიდენტობის დროს დაიწყო", - განაცხადა სააკაშვილმა ჰარვარდის უნივერსიტეტში, კენედის სამთავრობო სკოლაში სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც სტუდენტები, ადმინისტრაციის ყოფილი წევრები და ექსპერტები დაესწრნენ.
პრეზიდენტის შეფასებით, აშშ ადმინისტრაცია საქართველოს ურთიერთობის ყველა დონეზე მხარს უჭერს და ქვეყანას ამდენი მეგობარი არასდროს ჰყოლია, როგორც ახლა.
"ჩვენ არასდროს გვქონია ამდენი სამუშაო შეხვედრა და ბიუროკრატიის ასეთი დაბალი დონე. ვფიქრობ ეს იმის გამოც მოხდა, რომ დროთა განმავლობაში ხალხმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გაიგო. ამასთან, ეს იმის გამოც ხდება, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ძალიან კარგი ლიდერია და მოვლენებზე სწრაფად რეაგირებს. მე მჯერა ჩვენი ქვეყნების მომავალი ურთიერთობების", - აცხადებს სააკაშვილი.