საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი მის დემოკრატიულობაზეა დამყარებული.
ამის შესახებ სააკაშვილმა ჰარვარდის უნივერსიტეტში, კენედის სამთავრობო სკოლაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"2008 წლის აგვიტოში ჩვენი სახელმწიფოებრობის განადგურებას შეცადნენ, თუმცა ჩვენი განვითარების პათოსი ისეთი ძლიერია, რომ მისი დამარცხება შუძლებელია. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომლიც მოთმინებას მოითხოვს. ვიმედოვნებ, რომ უცხო ქვეყნის ჯარი ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრით ხელს აღარ შეგვიშლის. ჩვენი ხალხი კი კორუფციას და ავტორიტარიზმს აღარ დაუბრუნდება", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალურ თავისუფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებს მიეჩვივნენ, რაც ხელისუფლების მთავარი წარმატებაა.
"ეს წარმატება შეგიძლიათ ყველა ქუჩაზე, ყველა გაკვეთილზე, უნივერსიტეტში, პოლიციაში, არმიის დანაყოფში, ქვეყნის ყველა სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტში ნახოთ. ჩვენთან შესაძლებელია, ნორმალური, დემოკრატიული და ღია საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც მოქალაქეებს მომავალი აქვთ და ისინი საკუთარ ცხოვრებას თავად განაგებენ", - განაცხადა სააკაშვილმა ჰარვარდში სიტყვით გამოსვლისას.