დღეს, 20 აპრილს, 13:00 საათზე, სასტუმრო "ვერე პალასში" "ეროვნული ფორუმი" და "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი" პროექტის _ "ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმები" _ პრეზენტაციას გამართავენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული ფორუმის" პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პრეზენტაციაში მოცემულია ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ამომრჩევლის რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურა ამომრჩევლის იდენტიფიკაციის ბიომეტრიული მონაცემების მეშვეობით უნდა განხორციელდეს.
შეხვედრაში მონაწილებას მიიღებენ ექსპერტები - სოსო ცისკარიშვილი, მამუკა არეშიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, გია ხუხაშვილი, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, ვახტანგ ძაბირაძე, გია ზესაშვილი და პოლიტიკური პარტიები - "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკური პარტია", "ახალი მემარჯვენეები", "კონსერვატიული პარტია", "ლეიბორისტული პარტია", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "საქართველოს გზა", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს".
ამასთან, პროექრის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების "სამართლიანი არჩევნები", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", "ქართული აკადემია", "დაიცავი საქართველო", სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი.