საქართველოში წარმოებული სუბტროპიკული ხილის 40,3 %-ი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონზე მოდის. სამეგრელო-ზემო სვანეთის ეკონომიკური პოტენციალის კვლევის მიხედვით, რომელიც პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ მოამზადა, საქართველოში 2013 წელს 11,2 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი აწარმოა. აღსანიშნავია, რომ სუბტროპიკულ ხილზე ქვეყნის შიგნით, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, რომელიც წარმოებას აჭარბებს. 2013 წელს საქართველოში სუბტროპიკულ ხილზე მოთხოვნამ 21.86 ათასი ტონა შეადგინა.