კანადაში პროსტიტუციის ქსელის ორგანიზების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად ქვეყანაში მეძავების არალეგალურად შეყვანა ედებათ. როგორც წინასწარი ძიებით გაირკვა, ბრალდებულებმა კანადაში ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან 500-მდე ქალი გადაიყვანეს და მათ მონრეალში, ტორონტოსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში სხეულით ვაჭრობას აიძულებდნენ.