მორიგი ტერორისტული თავდასხმა კენიაში. გარისას უნივერსიტეტს ცოტა ხნის წინ თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. შედეგად, 2 პოლიციელი და ერთი სტუდენტი დაშავდა. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა შენობის მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირება მოახდინეს. არ არის გამორიცხული, თავდამსხმელებს მძევლები ჰყავდეთ აყვანილი.