რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლის გამოც უკრაინული კომპანია „როშენის” ქარხანაში ჩხრეკა ჩატარდა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, კომპანიის წინააღმდეგ საქმე გადასახადების დაფარვის გამო აღიძრა, რის შედეგადაც სახელმწიფომ 180 მილიონი რუბლის ზარალი ნახა. ლიპეცკში „როშენის” ქარხანაში სამართალდამცავები გუშინ შევიდნენ. კომპანიის მთავარი აქციონერი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა.