რუსეთის ხელისუფლებისგან დევნილი ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი ტელეკომპანია „დოჟდს“ 100 ათას დოლარს სთავაზობდა. ამის შესახებ ანონიმური ჯგუფი „მეხუთე ხელისუფლება“ იტყობინება. ჰაკერები სოციალურ ქსელებში ელექტრონულ მიმოწერას აქვეყნებენ, რომელშიც ხადარკოვსკი არხის ხელმძღვანელობას ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბიზნესმენს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.