მინსკის შეთანხმების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის პირობები ბოლომდე არ სრულდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში უკრაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს არსენი იაცენიუკმაც უპასუხა, რომლის მტკიცებითაც, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სეპარატისტები რუსეთის დახმარებით რეგულარულად არღვევენ.