მასშტაბური საზღვაო კატასტროფა რუსეთში. ოხოტის ზღვაში, მაგადანიდან 300 კილომეტრის დაშორებით ტრაილერ-მაცივარი "დალნი ვოსტოკი" ჩაიძირა. ინციდენტისას გემის ბორტზე 132 ადამიანი, მათ შორის, მიანმის, ლატვიის, უკრაინისა და ვანუატუს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. წინასწარი მონაცემებით, კატასტროფას 54 ადამიანი ემსხვერპლა, 63-ის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, 15 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა შორის სავარაუდოდ უცხოეთის მოქალაქეებიც არიან.