ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ შექმნილ რეფორმების საერთაშორისო საბჭოს კონსულნტანტობას დასთანხმდა.
საქმიანი წინადადება კუბილიუსმა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილისგან ტელეფონით გუშინ მიიღო.
,,მან მე დამირეკა და მიხრა, ევროპის სხვა ქვეყნებიდან თუ რომელი ცნობილი პოლიტიკოსები შევლენ კონსულტანტთა საბჭოში და მეც დავთანხმდი.” - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დაასახელა სხვა პოტენციური მრჩევლებიც, რომლებთანაც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ესენია: შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, ევროპარლამენტში საგარეო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ ვოლსკი, სლოვაკეთის ექს-პრემიერი მინკულაშ ძურინდა. ასევე ცნობილი შვედი ეკონომისტი ანდერს ასლუნდი, რომელიც ეკონომიკურ საკითხებში, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას და ლატვიის პრემიერის ვალდის დომბროვსკისის მრჩეველი იყო.