თურქეთის მმართველი პარტიის ოფისში შეჭრილი მამაკაცი პოლიციამ დააპატიმრა. შეიარაღებული ახალგაზრდა დღეს სტამბოლის გარეუბანში მდებარე ერდოგანის პარტიის ოფისში შეიჭრა, თანამშრომლები შენობიდან გამოაძევა და ოთახში ჩაიკეტა. მან მეშვიდე სართულის ფანჯარა ჩაამტვრია, ფანჯარაში თურქეთის დროშა გადმოკიდა და პერიოდულად ფანჯრიდან ხმამაღლა ყვიროდა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს.