ბატალიონ აიდარის მებრძოლებმა ლუგანსკში პურკომბინატი დაიკავეს და პური გააძვირეს. ამის შესახებ ლუგანსკის გუბერნატორი გენადი მოსკალი იტყობინება. ვითარებაში გარკვევის მოთხოვნით გუბერნატორმა უკრაინის გენერალურ შტაბს უკვე მიმართა. მისი თქმით, აიდარის მებრძოლებმა ქარხნის დანადგარების დაშლა და ჯართად ჩაბარება დაიწყეს. ლუგანსკის იმ ნაწილს, რომელზეც პურკომბინატია, უკრაინული მხარე აკონტროლებს.