რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი მატულობს. გამოკითხვა სოციულოგიური კვლევის ცენტრმა "ლევადამ" ჩაატარა. კითხვაზე, თუ რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პუტინს ხმა გამოკითხულთა 80-მა პროცენტმა მისცა. "ლევადა ცენტრის" გამოკითხვით, საგრძნობლად დაეცა მედვედევის რეიტინგი და დღეისათვის ის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზე რეიტინგში 7 პროცენტით კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვია, მე-3 და მე-4 პოზიციებს კი ვლადიმერ ჟირინოვსკი და მიხაილ პროხოროვი ინაწილებენ.