საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზის სასამართლოში გამოცხადდა. ექსპრეზიდენტს პასუხის გაცემა ბრალდების მხარის კითხვებზე მოუწევს. საქმე ეხება 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას გამოვლენილ დარღვევებს. კერძოდ კი სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიაზე იმაზე მეტი სახსრები დაიხარჯა, ვიდრე ეს საარჩევნო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ამის გამო სარკოზის შესაძლოა სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.