მემარჯვენე სექტორი ახალ შემტევ ბრიგადას შექმნის, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში შევა. ამის შესახებ რადიკალური უკრაინული ორგანიზაციის ლიდერმა დიმიტრი იაროშმა განაცხადა. მისივე თქმით, გასამხედროებული ფორმირება რამდენიმე ბატალიონს გააერთიანებს, რომლებიც დონბასში სპეციალური მისიების შესასრულებლად იქნება განკუთვნილი. მემარჯვენე სექტორი დღემდე თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლაზე უარს ამბობდა.