ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა.
ნატოს საინფორმაციო ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ბარამიძემ მოწვეულ სტუმრებს ნატოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (Aნნუალ Nატიონალ Pროგრამმ) ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეფორმები, რომელიც საქართველომ 2010 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა შეასრულოს, წარმატებით ხორციელდება.
ბარამიძის განმარტებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე აუცილებელია მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის აქტიური კონტაქტი არსებობს.
"რეფორმების განხორციელების გზაზე აუცილებელია აქტიური კონტაქტი გვქონდეს არასამთავროებობთან. მათთან კოორდინირებული მუშაობით და მუდმივიდი დიალოგით ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შეუქცევადი გახდება", - განმარტა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნატოს ხელმძღვანელობამ საქართველოს მიერ გასული წლის წლიური სამოქმედო გეგმის განხორციელება დადებითად შეაფასა.