"ქრისტიან-დემოკრატები" საკრებულოს მუშაობის საკანონმდებლო დონეზე დახვეწას ითხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლმა ლევან ვეფხვაძემ საგანგებო კანონპროექტი მოამზადა, რომელიც დღეს, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საკომიტეტო განხილვები დაიწყება.
კანონპროექტის თანახმად, თუ საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ არანაკლებ სამ წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, უახლოეს სექტემბერ-ოქტომბერში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.
დღეს მოქმედ კანონში აღნიშნული პროცედურისთვის 5 წევრია განსაზღვრული.
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, შუალედური არჩევნები არ ჩატარდება, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, ამისთვის 2 წლიანი ვადაა განსაზღვრული.