"ქრისტიან-დემოკრატების" თბილისის მერობის კანდიდატი გია ჭანტურია დღეს ბიზნესმენებს შეხვდა.
მისი თქმით, საქართველომიმპორტიორი ქვეყნის სტატუსი უნდა შეიცვალოს და ექსპორტიორი ქვეყანა უნდა გახდეს, ამასთან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გრძელვადიანი სტრატეგია უნდა შემუშავდეს.
იგი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სპეციალური ფონდის შექმნას გეგმავს.
~მცირე საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალია, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესს სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება~, - განაცხადა ჭანტურიამ.
მისი თქმით, დასახელებული ინიციატივების განხორციელების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა ჩაერთონ.