სირიაში ჯიჰადისტები გააქტიურდნენ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ქალაქ იდლიბზე მასირებული იერიში დაიწყეს. ამ დროისათვის ქალაქს სირიის სახელისუფლო ძალები აკონტროლებენ, რომლებიც "აჰრარ აშ შამისა" და "ჯებჰათ ან ნუსრას" გაერთიანებულ ძალებს წინააღმდეგობას უწევენ. ისლამისტური დაჯგუფებები სირიაში "ალ-ქაიდას" მთავარ დასაყრდენს წარმოადგენენ.